ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვა განიხილება

თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის პერსპექტივები განიხილება. აღნიშნულ საკითხზე იტალიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო დირექტორ ლუჩიანო ბერტოჩისთან შეხვედრაზე იმსჯელეს.

თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში მონაწილეობა ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს იმ ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას მისცემთ, რომელსაც ცენტრი მრავალი მიმართულებით ახორციელებს. ქართველი მკვლევარებისთვის ეს იქნება შესანიშნავი პლატფორმა მრავალმხრივი სამეცნიერო კონტაქტების დასამყარებლად და შესაბამისად, თანამედროვე პრობლემატიკის კვლევებში ჩასართველად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინიტრის მოადგილე გია შარვაშიძე, რომლებიც იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმში  მონაწილეობდნენ, დასრულდა. სიმპოზიუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები 6 ქვეყნიდან, ქვეყნების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურიატები, UNESCO-ს გენერალური მდივანი, ცენრის ბირთვული ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის შეხვედრები გაიმართა იუნესკოს გენერალურ მდივანთან, ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან.  შედეგად, საქართველოს ცენრში ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე