ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სსსმ მოსწავლეებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელოები ექნებათ

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის ხე“ დირექტორი თორნიკე გურული და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ ენასა და მათემატიკაში განმავითარებელი სავარჯიშოების კრებულს წარმოადგენს, აგებულია იმგვარად, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წერა-კითხვასა და მათემატიკას ხალისითა და ინტერესით შეისწავლიან. დავალებები ორიენტირებულია აღქმის, ყურადღების, მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე. წიგნი ორიენტირებულია მულტისენსორულ მიდგომაზე, რაც გულისხმობს სწავლების პროცესში დავალებების მიზნებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გადამუშავებას სხვადასხვა სენსორული არხის საშუალებით.

აღნიშნული წიგნები განკუთვნილია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ეროვნულ სასწავლო გეგმის დაძლევა უჭირთ და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს საჭიროებენ. საგანმანათლებლო რესურსები ქვეყანაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ძალიან მცირეა. შესაბამისად, წიგნი  საგნის მასწავლებლებს და სპეციალურ პედაგოგებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.

ქართული ენისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემა, რომლის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ცირა ნარმანიაა, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა - „სიცოცხლის ხე“ მიმდინარე წელს დააფინანსა. სამომავლოდ, დაგეგმილია წიგნების მეორე დონის გამოცემა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე