ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის III საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი"

2014 წლის 17–21 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უკვე მესამედ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენცია დღეს გაიხსნა და მის მონაწილეებს მინისტრი თამარ სანიკიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.

წელს კონფერენციაში მონაწილეობას  80 მეცნიერი იღებს, რომელთაგან 30–მდე უცხოელია. სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და თურქული. იმუშავებს შემდეგი სექციები: ისტორია / წყაროთმცოდნეობა / არქივთმცოდნეობა, ხელოვნების ისტორია, ფილოლოგია / კოდიკოლოგია / ტექსტოლოგია , ენათმეცნიერება, ეთნოლოგია / არქეოლოგია, რესტავრაცია-კონსერვაცია ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, გეოგრაფია.

კონფერენციია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსურის მხარდამჭერით იმართება. კონფერენციის სხვა მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის კომპანია: „შუხმან ვაინს ჯორჯია’’.

ისტორიული ტაო–კლარჯეთისადმი მეცნიერული ინტერესი განპირობებულია რეგიონის მდიდარი ისტორიით და იმ კულტურული მნიშვნელობით, რომლითაც მან ადრეულ შუა საუკუნეებში თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქრისტიანული აღმოსავლეთის გამორჩეულ კერებს შორის.

ახალმა რეალობებმა დღის წესრიგში დააყენა ტაო-კლარჯეთის კომპლექსური შესწავლა ქართველ, თურქ და უცხოელ მკვლევართა ფართო მონაწილეობით; ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ახალი კაშხლების მშენებლობათა ზონაში მოხვედრილი რაიონების შესწავლა. ამ მიზნებს ემსახურება საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2010 წლიდან ატარებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე