ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი პროექტის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“

საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროექტის „პროფესიული განათლება სადურგლო სახელოსნოს ბაზაზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ფონდთან ერთად „საქართველოს კარიტასი“ ხორციელდება. პროექტის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი ჯუზეპე პაზოტო, „საქართველოს კარიტასისი“ დირექტორი პადრე ქშიშტოვ კოვალი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მიმდინარე წელს, საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისსა“ და „საქართველოს კარიტასს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა „დურგლის“ პროფესიის პროგრამის განვითარება და პოპულარიზაცია,  ურთიერთობის დამყარება კოლეჯ „მერმისსა“ და იტალიის რესპუბლიკის (ამავე პროფილის) კოლეჯებს შორის - ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა თუ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს კოლეჯის განვითარებასა და კოლეჯის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო/თეორიული კურსის გავლის შემდეგ საწარმოო პრაქტიკას გაივლიან „საქართველოს კარიტასი“ თანამედროვე დაზგა/დანადგარებით აღჭურვილ სადურგლო სახელოსნოში.

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელის გამართვას, მათი ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას. „საქართველოს კარიტასმა“ არსებობის დღიდან დღემდე საქართველოში მრავალი პროექტი განახორციელა. მათი სურვილი არის, აგრეთვე, პროფესიულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანა. საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ დონორი ორგანიზაციები არიან ასოციაცია „იტალია-საქართველო“ და ტრენტოს ავტონომიური პროვინცია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე