ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

CERN-ის წარმომადგენელთა შეხვედრა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მოწვეული ექსპერტები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, კერძოდ, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

კონფერენციის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება მეცნიერებს შორის.

საქართველოს მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასოცირებული წევრი ახლო მომავალში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება ცერნთან მჭიდრო თანამშრომლობას. თავის მხრივ, ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას,  როგორიცაა ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განვითარებას საქართველოში. ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლერბელთა სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების შემუშავება და სხვ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის დაფუძნება, რაც ამავდროულად იქნება ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვნად თვლის გრიდ და ქლაუდ ტექნოლოგიების რესურსებზე ქართველი მკვლევრების მიერ აპლიკაციების შემუშავებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე