ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

CERN-თან თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ხელმძრვანელ პირებს  შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაზაზე გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის დაფუძნება,  რაც ამავდროულად,  ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი იქნება საქართველოში.

CERN-ის წარმომადგენლები თბილისში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. მათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უკვე გამართეს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან და შეთანხმდნენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ოთხი მასშტაბური ერთობლივი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასოცირებულ წევრად გახდომის საკითხს. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს  შანსი, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი, ძალიან მაღალია. გამოითქვა მზაობა, რომ  უახლოეს პერიოდში საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი  ჩამოვიდეს და  შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე