ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა

24 ოქტომბერს ქ. თბილისის N198 საჯარო სკოლაში კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის  მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კატასტროფების რისკის შემცირების აქტივობებში და მათი საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის გაძლიერება.

ღონისძიებაზე თბილისის N198, N202 და N203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას კატასტროფების რისკის შემცირების თემის აქტუალურობა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მიეღოთ მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში.

ღონისძიება კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის ოფისის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით. 

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ასევე აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე