ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კალიგრაფიის კონკურსს იწყებს სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“. ამ თემაზე ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა  და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ  გამართეს.

პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.

ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია. დღეს ბევრი ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს დახვეწილი კალიგრაფია. მაშინ როცა, ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.      

კონკურსის შესახელ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:http://mes.gov.ge/content.php?id=5399&lang=geo

 

                                                                            

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე