ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის დირექტორთა კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია PH International ორგანიზებით  სკოლის დირექტორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე დეივიდ სტოუნჰილი, PH International-ის პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და მოწვეული სკოლის დირექტორები.

კონფერენციის მიზანია სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის  „მომავლის თაობა“ ფარგლებში სკოლებში დაგეგმილ საქმიანობის შესახებ სკოლის დირექტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

კონფერენციის ფარგლებში მოხდება დირექტორებისათვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რათა სკოლამ ეფექტიანად გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები. პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე