ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯის „იბერია“ საერთო საცხოვრებელი სრულ რეაბილიტაციას გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა, პროფესიული კოლეჯის „იბერია“ სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს, სადაც მალე სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ. საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზევე აშენდება თანამედროვე სტანდარტების 12 ადგილიანი სასტუმრო, სადაც კოლეჯის "იბერია" სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან.

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“ ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, სამეგრელოს და გურიას.  თვით იმერეთის რეგიონში 11 ადმინისტრაციული ერთეული შედის. შესაბამისად, კოლეჯში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ირიცხება რეგიონებიდან და სხვადასხვა ქალაქიდან.

არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი არ არის რეაბილიტირებული, შენობაში არ არის ცხოვრებისათვის  ყველა საჭირო პირობა. აქედან გამომდინარე, კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში განთავსებას. შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოიხსნება, ყველა მსურველი  იქნება ბინით უზუნველყოფილი, რაც გაზრდის კოლეჯის კონტიგენტს და  მისი საქმიანობის ცნობადობას. 

საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებელით უზრუნველყოფას.

კოლეჯში  პროფესიები შერჩეულია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სწავლება შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი,  მღებავი,  მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი,  ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).

განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე