ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სასწავლებლისა და თეატრის წარმატებული თანამშრომლობა

ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ 2013 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან, თეატრისა და კოლეჯის ერთობლივი ინიციატივით, შედგა შეთანხმება და პროფესიული სტუდენტების მიერ ხორციელდება თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების შეკერვა.

კოლეჯთან თანამშრომლობის პერიოდში, თეატრში დადგმული სპექტაკლებისთვსის („ალუბლის ბაღი“, „ჰამლეტი“,  „ჩემს ბაღში ომია“) კოსტიუმები კოლეჯის სტუდენტებმა შეკერეს. აღსანიშნავია, რომ თეატრი 2014 წლის მაისში გაიხსნა და ღონისძიებაში მონაწილე მსახიობების სამოსი დამზადებული იყო ასევე სტუდენტების მიერ.

დღეს, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ სტუდენტებს შეხვდა, სასწავლებელი დაათვალიერა და შემდეგ, ფოთის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა და პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი კოსტიუმები დაათვალიერა.

„ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიული სტუდენტები სამუშაოს შესრულების პროცესში იძენენ და ავითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და თეატრის ხელმძღვანელობა თავის მხრივ, უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა ჩართვას კულტურულ ღონისძიებებში“ - აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ.

კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, როგორც პროგრამების შემუშავების, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით. კოლეჯის პარტნიორები არიან რეგიონში მოქმედი მსხვილი კომპანიები კოლეჯში ასევე მრავალი  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

კოლეჯი სრულად რეაბილიტირებულია და კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო სახელოსნო - სადურგლო, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, სტილისტის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის და ა.შ. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

ღონისძიების ფარგლებში, ქეთევან ნატრიაშვილმა ფოთის წარჩინებულ მეათეკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე