ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი „წელს ვიქცეთ ლექსად“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლას ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. სახელის მინიჭება „ლადოობის“ დღესასწაულს დაემთხვა. დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის პატივსაცემად, ყოველწლიურად, შემოდგომაზე ლეჩხუმელები „ლადოობას“ აღნიშნავენ. წელს, განსაკუთრებული იყო ეს დღე ლადოს მშობლიურ სოფელ ბარდნალაში.

 „ლადოობის“ დღესასწაულზე ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, სტარტი აიღო აქციამ სახელწოდებით „წელს ვიქცეთ ლექსად“. ამ აქციის ფარგლებში, მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს მათი საყვარელი ქართველი პოეტების ლექსების კითხვაში იწვევენ. აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ მათ მიერ წაკითხული ერთი ლექსის ამსახველი ვიდეო რგოლი გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

2014 წლის 19 დეკემბერს 18:00 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული ვიდეო, რომელთაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას გადაეცემა საპატიო სიგელი. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ facebook-ის გვერდი https://www.facebook.com/leqsebiskonkursi.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე