ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესტონელი საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია

დღეს, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტებმა პედაგოგებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს.

ესტონელ საერთაშორისო ექსპერტებს საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უმასპინძლა. დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის ფარგლებში, დეპარტამენტის ყველა საგნობრივ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები წარიმართა ორი მიმართულებით:
1. არსებული საგნობრივი სტანდარტების განხილვა;
2. საკლასო შეფასებები საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ესტონელი ექსპერტები საქართველოს უკვე მეორედ ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში ესტოპნელი ექსტერტების ხელშეწყობა და ჩართულობა. რევიზიის პროცესს აქტიურ პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე