ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიმართა თემაზე: ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ახალი მედია-საშუალებებით. ფორუმი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან  ნატრიაშვილმა გახსნა.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრების წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მომზადებული სერტიფიცირებული ტრენერები და ელექტრონული სწავლების სპეციალისტები. მონაწილეებმა საკუთარი პროგრამები და მათ ორგანიზაციებში ელექტრონული სწავლების განვითარების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს პრობლემებზე და მონაწილეობა მიიღეს ძირითადი თემის გარშემო წარმართულ დისკუსიებში.

საქართველოსთან ელექტრონული სწავლების სფეროში  ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, გერმანულმა ორგანიზაციამ  (GIZ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწავლების ამ მიმართულების განვითარებაში. მათ მიერ შემოთავაზებული ზოგადი პრაქტიკული კურსი საქართველოს ყველა დიდი უნივერსიტეტის, ცალკეული სამინისტროების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმაგაიარეს. შეიქმნა რამდენიმე ათეული საპილოტე პროგრამა.

დღეს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს კიდევ უფრო გააფართოვოს ახალი მედიის გამოყენებით სწავლების არეალი და მოიცვას განათლების საშუალო საფეხური, შედეგიანი იქნება იმ ადამიანური რესურსების გამოყენება, რომლებიც გადაამზადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ). მათ აქვთ როგორც სპეციალისტთა მომზადების, ისე ახალი მედიით გამდიდრებული კონტენტის შექმნის მნიშვნელოვანი  გამოცდილება.

ახალი გამოწვევების წინაშე მდგარ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით სჭირდება მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება და ყველა არსებული რესურსის მობილიზება, რომ ღირსეულად შეხვდეს დროის ყველა მოთხოვნას.  

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე