ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთა გამოშვების ცერემონია გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებულ 71 საჯარო მოხელეს დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთა  გადამზადება  შემდეგი მიმართულებით წარმოებს:

  • საჯარო ორგანიზაციების მართვა;
  • ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის;
  • სახელმწიფო შესყიდვები;
  • ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში.

28 ნოემბრიდან  სკოლა 50  მსმენელს მიიღებს. მეოთხე ნაკადის გამოშვება 26 დეკემბერს შედგება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო ორგანიზაციებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

სკოლის  პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების გზით, კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევა.

ეთნიკური უმცირესობების საერთო საჯარო სივრცეში ინტეგრაციას 8 რეგიონული სასწავლო ცენტრი ემსახურება, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში ფუნქციონირებს. რეგიონულ ცენტრებში სახელმწოფო ენის შემსწავლელი პროგრამა  საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხორციელდება. სახელმწიფო ენის  კურსის  მიზანია მსმენელებმა გაიღრმავონ  ცოდნა, რათა სრულყოფილად  შეძლონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, წერილების  და სხვადასხვა  დოკუმენტების შედგენა.

რეგიონული ცენტრების წარმატებულ კურსდამთავრებულებს ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის ინტენსიური კურსის გავლისა და დარგობრივ კურსებზე სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე