ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრს ქართველი მოსწავლეები ეცნობიან

შვეიცარიაში, ცერნის (CERN) ცენტრალურ ლაბორატორიაში საქართველოდან 9 მოსწავლე და 3 პედაგოგი გაემგზავრა. ეს მოსწავლეები 2014 წლის 1-5 დეკემბერს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის კონკურსებში პირველ ადგილზე გასული გუნდების წევრები არიან. CERN-ში მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, მათ მასტერკლასებს დაესწრებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება და ამ დისციპლინათა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

გუნდური კონკურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამინისტროს დაკვეთით, ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრის „პროგრესის“ მიერ ჩატარდა. კონკურსების პრინციპი განსხვავდებოდა ტრადიციული ოლიმპიადების ფორმატისგან. საკონკურსო დავალების შესრულება მოსწავლისაგან მოითხოვდა გუნდურ მუშაობას, კვლევითი და კრეატიული უნარების გამოყენებას, თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელებას და მიზნად ისახავდა დასახული ამოცანის/პრობლემის გადაჭრის გზის შემუშავებასა და რეალიზებას.

ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მონაწილეობა მიიღეს IX კლასის მოსწავლეებმა, ხოლო  მათემატიკაში - VII-IX კლასის მოსწავლეებმა. კონკურსების შედეგად, თითოეულ საგანში  3-3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა (გუნდი შედგებოდა 3 მოსწავლისა და ერთი ხელმძღვანელი პედაგოგისაგან).

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო საგანმანათლებლო ექსკურსიებში (ცერნის ლაბორატორია და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი) მონაწილეობით დაჯილდოვდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე