ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი პროექტი შშმ პირთათვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეს 3 დეკემბერს, ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“, სადაც მენტალური განვითარების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირები არიან დასაქმებულნი, პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. ამავე დღეს ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის და თანადგომის მემორანდუმი და მოხდა კლუბ „ტრირეას“ წარდგენა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ეთნომუსისკის თეატრ „მთიების“ წარმომადგენლებთან და ბავშვთა ფოლკლორულ სტუდია „ამერ–იმერთან“ ერთად მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იქნა ასევე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც.

მედია პალიტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი  „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია“ ერთი  წლის მანძილზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაიწყება ფოტოგადაღება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები, მედია პალიტრის ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ერთი წლის შემდეგ ფოტო პროექტი დასრულდება გამოფენით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე