ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კამპანია “არა ძალადობას!"

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის “არა ძალადობას!" ფარგლებში, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე "რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ!". კონფერენციას ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესიის, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ინიციატორი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფესიები იყვნენ.  ვინაიდან, სულიერებას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები  საერთო პრობლემის დასაძლევად.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის  გაზრდა, ძალადობის  წინააღმდეგ სხვადასხვა სოციალური ფენისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა გაერთიანება, საერთო ძალისხმევა და განსაკუთრებით მოზარდებში, ცოდნის დონის ამაღლება იმ სავალალო შედეგებზე, რასაც ადამიანთა მიმართ ძალადობა იწვევს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე