ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იაპონიასთან უპრეცედენტო თანამშრომლობა იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი და პროფესორი სატოში მიჰარა ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ახალი ერთობლივი პროექტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებების განხილვა.

დღეს, იაპონელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და აქვე ხელი მოეწერა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრ - საქართველოსა და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის გაფორმდა.

მემორანდუმი ფარგლებში მხარეები მზად არიან დააფუძნონ, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროცესში  და მოამზადონ მაღალი დონის სპეციალისტები ფიზიკაში, ნაწილაკებისა და ბირთვულ ფიზიკაში, ფიზიკურ ინჟინერიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს KEK-ში კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ქართველი ფიზიკოსები და ინჟინრები უფრო ფართოდ ჩაერთონ გლობალურ, მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში.

იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია (KEK) ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის  შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და მისცემს მათ საშუალებას რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.

KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე