ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე ახალციხელ პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზოგად განათლებაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები ახალციხელ პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნო. მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მათ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა ხოლო, ახალი სახელფასო პოლიტიკა პედაგოგებს  სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა საღინაძემ გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხეს და მათი შენიშვნები და წინადადებები მოისმინეს. ამავე დღეს, მინისტრმა ახალციხის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

სამუშაო ფორმატში პედაგოგებთან შეხვედრა და სიახლეების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა რეგიონში ჩავლენ და პირადად გამართავენ შეხვედრებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე