ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შიდა ქართლის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები

პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:

  • მანდატური  - 27 სკოლა
  • სამედიცინო კაბინეტი - 5 სკოლა
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი - 40 სკოლა.
  • რეგიონის ფსიქოლოგიური ცენტრი - გორი

გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა უკაბელო (Wifi) ქსელი და VoIP ტელეფონები, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს განახორციელონ საგანმანათლებლო სისტემის სატელეფონო ქსელთან საიმედო და უწყვეტი კავშირი.

ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. შიდა ქართლის რეგიონში საჯარო სკოლების  36673  მოსწავლე და კერძო სკოლების 155 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 87 სკოლის 3068 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 194 მოსწავლე და 41 სპეციალური მასწავლებელი.

შიდა ქართლში  გაიხსნა სკოლამდელი განათლების 4  ალტერნატიული  ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ქარელში, სოფელ აბანოში აშენდა საჯარო სკოლა. ჯამში,ბოლო ორი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა 90 საჯარო სკოლა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

დაგეგმილია ქალაქ ხაშურში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება.

მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (4 154,4  ლარი). 2013-2014 წლებში შიდა ქართლის რეგიონის 164 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა ოქროს, ხოლო 149 მოსწავლეს - ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 25 სამოქალაქო კლუბი.

ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 9 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.

2013 წლიდან - პროფესიულ სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 784 სტუდენტმა და სახელმწიფო სტიპენდიას იღებს 63 სტუდენტი.

2013 -2014 სასწავლო წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 415 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს დაგეგმილია 600-მდე სტუდენტის დაფინანსება.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე