ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ გასული წელი შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მეოთხე ნაკადის მსმენელთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტარებმა თინათინ ხიდაშელმა, ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება შემდეგ ერთთვიან დარგობრივ  კურსებზე მიმდინარეობს:

 

  •   საჯარო ორგანიზაციების მართვა;
  •   ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის;
  •   სახელმწიფო შესყიდვები;
  •   ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში.

 

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

დარგობრივი კურსების პარალელურად, სკოლის 8 რეგიონალურ სასწავლო ცენტრში (დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო ენის საბაზისო კურსი ხორციელდება, რომლის მიზანია, მსმენელებს შეასწავლონ - სახელმწიფო ენის საფუძვლები, ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი, ტექსტური შეტყობინებების მომზადება, საქმისწარმოების მიზნით, წერილებისა და დოკუმენტების შედგენა. 

2014 წლის ნოემბერში სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გააფორმა, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი სასწავლო კურსების  დანერგვასა და  გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე