ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახლადაშენებული სკოლა ფუქციონირებას შეუდგა. ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. ამჟამად სკოლაში 60 მოსწავლეა, თუმცა, იმ იმედით, რომ ახალი სკოლა ბევრ ოჯახს დააბრუნებს სოფელში, სასწავლო შენობა 120 მოსაწავლეზეა გათვლილი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის.

დღეს სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩავიდა, ახალი სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა საახალწლო წარმოდგენას დაესწრო. მინისტრმა სოფელ სადგურ სვირის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის ყველა მოსწავლეს  საახალწლო საჩუქრები გადასცა.

სოფელ სადგურ სვირის მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელი გაუსაძლის პირობებში სწავლობდნენ. ძველი სკოლა განთავსებული იყო სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში, სადაც არ იყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ამ ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელსაც  ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვს.

ახალი სკოლის შენობა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, ეს სკოლა ერთ-ერთია 2014 წელს აშენებული 9 საჯარო სკოლიდან.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე