ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის საჩუქარი იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ პატარა პაციენტებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გაუგზავნა. ტკბილეულის გამოცხობის პროცესში,  პროფესიული კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად,  თავად მინისტრიც მონაწილეობდა. თექისა და ტყავის ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა კი, პატარებს საახალწლო სუვენირები დაუმზადეს. განსაკუთრებული მონდომებით ამ პროცესში „მერმისის“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები იყვნენ ჩართულნი.

ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო და უკვე 2014 წელს, სისტემაში პროფესიული განათლების მისაღებად 150-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ სსსმ სტუდენტების დიდი ნაწილი პროფესიად სწორედ, კულინარიის და თექის ტექნოლოგიის  პროფესიებს ირჩევენ.

მეორე წელია, რაც განათლება ხელმისაწვდომი გახდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვისაც, მათთვის იაშვილის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყო და ბავშვები ადგილზე იღებენ საგანმანათლებლო სერვისს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი, საკუთარ სკოლებს უბრუნდებიან. მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მუდმივად ზრუნავენ პატარა პაციენტებზე, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და დახმარება ესაჭიროებათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე