ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ეწვივნენ. მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 110 მოსწავლე სწავლობს საქართველოს ყველა კუთხიდან, მათგან 85 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. არიან მოსწავლეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სკოლა-პანსიონში ცხოვრობენ და არდადეგების დღეებსაც აქ ატარებენ. თამარ სანიკიძემ სწორედ ამ მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

განათლების სამინისტროს და კონკრეტულად, პრესცენტრის დათვალიერება მოსწავლეების სურვილი  იყო, მათ ეს სურვილი მინისტრს თავიანთ სკოლაში ერთ-ერთი სტუმრობისას გაანდეს. დაპირებისამებრ, თამარ სანიკიძემ თავად უმასპინძლა მოსწავლეებს და შენობა და ის გარემო დაათვალიერებინა, სადაც პრესცენტრია განთავსებული. ბავშვები გაეცნენ როგორ ხდება ვიდეო გადაღება და მონტაჟი, როგორ მუშაობს ჟურნალისტი, მათ თავადაც სცადეს ფოტო და ტელეკამერის გამოყენება და სამახსოვრო კადრები გადაიღეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაძვის ხესთან ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და თოვლის ბაბუასაგან საახალწლო საჩუქრებიც მიიღეს.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ამ მოსწავლეებთან შეხვედრა, მათი სურვილის შესრულება, ვინაიდან ისინი სხვებზე მეტად საჭიროებენ ზრუნვას, დახმარებას და ელემენტალურ ყურადღებას. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც ამ მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და  სოციუმში მათ ინტეგრაციას  ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე