ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სარკინიგზო-ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს რკინიგზის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სარკინიგზო-ტექნიკური პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების თაობაზე, მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ახალი პროფესიული სასწავლებელი თბილისში დაარსდება და იქნება ევროპული სტანდარტების, შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, ინფრასტრუქტურითა და სრულიად ახალი მენეჯმენტით. სასწავლებელში ე.წ. დუალური განათლების პროგრამები ამოქმედდება, რომელიც წარმატებით მუშაობს გერმანიაში და ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს ისე, დამსაქმებლის ჩართულობას პროცესში, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას და სხვ.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს რკინიგზა პროექტში ჩართული იქნება მთელი თავისი ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული ბაზით, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. ხელშეკრულების მიხედვით, რკინიგზა ასევე წარმოდგენილი იქნება, როგორც კურსდამთავრებულთა დამსაქმებელი. პროფესიულ სასწავლებელში ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი კადრებით სასწავლო პროცესს განახორციელებს, ხოლო განათლების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებელს პროგრამებით უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე