ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვანის რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ არასტანდარტულ საკლასო ოთახებში უტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში სოფელ ზედა ვანში თანამედროვე, ორსართულიანი სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის მიმდინარეობას მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცო და მოსახლეობასაც შეხვდა.

სოფელ ზედა ვანის მოსახლეობა ახალი სკოლის მშენებლობაზე დაპირებას  90-იანი წლებიდან იღებდა, მაგრამ რეალურად, მშენებლობა 2014 წლამდე არ დაწყებულა. იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ სწავლა და თაობები იზრდებოდა არაჯანსაღ, სრულიად შეუფერებელ გარემოში, ოჯახები ტოვებდა სოფელს, შედეგად, მოსწავლეთა რაოდენობა 200-დან 130 ბავშვამდე შემცირდა.

2014 წლის 18 დეკემბრს სკოლის მშენებლობა დაიწყო და  სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ხელშეკრულების ვადიდან და საამშენებლო რიტმიდან გამომდინარე, სოფელ ზედა ვანში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე იქნება თანამედროვე სტანდარტების  ახალი ორსართულიანი სკოლის შენობა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი.

ამჟამად სოფელ ზედა ვანის სკოლაში  131 მოსწავლე სწავლობს, სოფელს ესაზღვრება მაღალმთიანი სოფლები გადიდი და ონჯოხეთი.  საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლა ამ სოფლის მოსწავლეებსაც მოემსახურება.  მოსახლეობის განცხადებით სოფელს, აუცილებლად დაუბრუნდებიან სხვადასხვა დროს სოფლიდან წასული ოჯახებიც და ამის მიზეზი სწორედ, თანამედროვედ აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების ახლი სკოლა იქნება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე