ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება  23 იანვარს და 5 თებერვლის 18:30 საათამდე გაგრძელდება.

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3522 ან 3523).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 56  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 8370 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

შპს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;

სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი;

შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი;

შპს ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი. 

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

მობილობის შედეგები 9 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე