ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში, სადაც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდნენ და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.

ახალი სასწავლო სემესტრიდან სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებს. რეაბილიტაციამდე სკოლა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, არ იყო შეყვანილი გაზი და თბებოდა შეშის ღუმელებით. სამინისტროს დაფინანსებით სკოლაში რეაბილიტაცია განხორციელდა,  მოწესრიგდა სველი წერტილები, მოხდა გაზიფიცირება, მოეწყო თანამედროვე გათბობის სისტემა. სკოლა აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით, აქვს გარემონტებული სპორტული დარბაზი.  გაზაფხულზე კი, სამინისტროს დაფინანსებით მოეწყობა გარე სპორტული მოედანი. მესამე წელია ზარიძეების სკოლას, სადაც მოსწავლეები მეზობელი სოფლებიდანაც დადიან, სასკოლო ავტობუსი ემსახურება და მოსწავლეები 6, 7 კილომეტრს ფეხით აღარ გადიან.

ზარიძეების საჯარო სკოლა ამ სკოლის კურსდამთავრებულის, საქართველოში ყველაზე უმცროსი ასაკის ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელს ატარებს (22 წლის მფრინავი აფხაზეთში 1993 წელს დაიღუპა), სკოლის 23 პედაგოგიდან 10 სერთიფიცირებულია, სკოლის აღზრდილები არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში, პროექტ "ნიჭიერის"  ფინალისტი იყო  სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ჩიტაური. გასულ სასწავლო წელს სკოლას 9 მედალოსანი ჰყავდა, რომელთაც ქეთევან ნატრიაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა მედლები გადასცეს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე