ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინტეგრირებული კლასების ეფექტურობა იზრდება

2013-2014 სასწავლო წელს  საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა. კლასები აღჭურვილია  შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა).  სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს.

2014 წელს  ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ინტეგრირებული კლასების მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ სასკოლო აქტივობებში, ძალზე ეფექტურია. შესაბამისად, 2015 წელს სამინისტრომ გაზარდა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტი და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე, სსსმ მოსწავლეებისთვის უნარების განმავითარებელი დამატებითი სერვისის გაძლიერების  მიზნით, საჯარო სკოლებში შექმნილ ინტეგრირებულ კლასებს  პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ, ხოლო, სმენადაქვეითებულ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონებს ინტერაქტიული დაფები (Smart Board).

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებთან მივიდა, მათთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და პირადად გაეცნო როგორ იყენებენ ეს მოსწავლეები პლანშეტურ კომპიუტერებში არსებულ განმავითარებელ პროგრამებს სასწავლო პროცესში.

პლანშეტურ კომპიუტერებში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამები, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განივითარონ სხვადასხვა უნარი, უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და შეძლონ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები.

ინტეგრირებული კლასების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ საჯარო სკოლაში გახსნას ინტეგრირებული კლასი.

როგორც ცნობილია, 2014 წელს საქართველო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ კონვენციას შეუერთდა. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი  ყველა აქტიობა, კონვენციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სისრულეში მოყვანას ემსახურება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე