ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კერძო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

განათლების ხარისხის ამაღლებისათვის მასწავლებლების კომპეტენციების უწყვეტი განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც სახელმწიფო ისე, კერძო საგანმანათლებლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა  გამართა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემას და იმ საერთო მიზნისთვის თანამშრომლობას, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო სისტემაში მასწავლებლის პროფესიული განვითარება, სად შეიძლება მოხდეს ჰარმონიზაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით და სად იყოს ის თავისუფალი სივრცე, სადაც კერძო სკოლები თავად გადაწყვეტენ მასწავლებლის განვითარების მიმართულებებს“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე