ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი”

თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნის “ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი” პრეზენტაცია და ილია აბულაძის საარქივო მასალის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, არმენოლოგმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებელმა და პირველმა დირექტორმა ილია აბულაძემ ლექსიკონის შედგენას თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო. სამწუხაროდ, წიგნის დასრულება სიცოცხლეში ვერ მოასწრო და გამოსაცემად მისმა მოწაფეებმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მოამზადეს.

„ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი’’ თავისი ფუნქციით, შედგენილობითა და მოცულობით საეტაპო მნიშვნელობის შრომაა ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ურთიერთშემხვედრი პრობლემებისა და ამოცანების კვლევა-ძიების საქმეში. ლექსიკონი თავისი სპეციფიკის გამო იშვიათი მოვლენაა აღმოსავლური მწერლობისა და კულტურის სფეროში.

ახალი გამოცემა საშუალებას მისცემს ქართული და სომხური ლიტერატურის ურთიერთმიმართების საკითხებით დაინტერესებულ პირებს მთელი რიგი ძეგლების ჩაკითხვის გარეშე მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია ყველანაირი შინაარსი ლექსიკური ერთეულების შესახებ. ლექსიკონი შეასრულებს მასში ასახულ წყაროებში (ბიბლია და ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკური ძეგლები) ორიენტირის ფუნქციას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე