ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, მით უფრო მაღალია მოსწავლის მიღწევის დონე; იზრდება მოსწავლის მოტივაცია; ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; იზრდება სწავლის ხარისხი; უმჯობესდება დისციპლინა; იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი; ხოლო წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველ რიგში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (GPriEd) ფარგლებში, მომზადდა მშობლებისათვის განკუთვნილი აქტივობებისა და სავარჯიშოების კრებული, რომელიც შეიცავს კითხვისა და მათემატიკის განმავითარებელ აქტივობებს და დაეხმარება მშობელს უფრო დაახლოვდეს ბავშვთან და ხელი შეუწყოს ბავშვის უნარების განვითარებას. კრებული დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსიმ პირადად გადასცეს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს. კრებული შეიქმნა დაწყებითი საფეხურის მშობლებისათვის და ითარგმნა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კრებული მოიცავს აქტივობების ბარათებს, თითოეულ საფეხურზე არის 20 –24 ბარათი. კრებული დაჯგუფებულია 2-2 კლასად (I-II, III-IV, V-VI კლასები). მაგალითად, 1 კლასის მოსწავლის მშობელს გადაეცემა I –II კლასის კრებული და ა.შ.

ამ ეტაპზე აქტივობების ბარათები დაურიგდა პროექტის 122 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობელს. მომავალში კი, ეს რესურსი ყველა მშობლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. კრებულის გადაცემამდე მშობლებს ჩაუტარდათ სემინარი მშობლის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

კრებული მშობლებისათვის კითხვისა და მათემატიკის უნარების განმავითარებელ აქტივობებს შეიცავს. კრებულში მოცემული სახალისო დავალებები საშუალებას მისცემს მშობელს დაეხმაროს ბავშვს მეტყველების, კითხვისა და წერის, არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის უნარების

განვითარებაში.წარმოდგენილი აქტივობების უმრავლესობა მარტივი დავალების ინსტრუქციაა, დანარჩენს კი, ზოგადი რეკომენდაციის სახე აქვს. მათი შესრულების, შედეგად ბავშვს აუმაღლდება სწავლის მოტივაცია, რაც ნებისმიერ საგანში აკადემიური მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველია.

აქტივობები დაეხმარება მშობელს უკეთ გააცნობიეროს შვილის კონკრეტული ინტერესები და პრობლემები. კრებულში მოცემული აქტივობები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში - ქუჩაში სეირნობისას, სამზარეულოში, მაღაზიაში, ტელევიზორის ცქერისა თუ თამაშის დროს. ყველა ბავშვს სწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. მშობლებს, რომლებსაც სურთ დამატებითი დახმარება გაუწიონ შვილებს და ხელი შეუწყონ უკეთესი შედეგების მიღწევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფეროვანი საოჯახო აქტივობებით.

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე