ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამართლებრივი საკითხების სწავლება სკოლებში

სამართლებრივი საკითხების შესახებ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის, მართლშეგნების ამაღლების, სამოქალაქო განათლების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სამართლებრივ თემებზე სემინარების, შეხვედრების, საჯარო  ლექციების ორგანიზებას, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს თავისი ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების  აქტიური მონაწილეობით.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი „მოქალაქე“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სკოლებში სამართლებრივი საკითხების სწავლებას. ჩვენს სინამდვილეში სამართლებრივი საკითხების ცოდნა პრიორიტეტული და ძალზე აქტუალურია, ვინაიდან ის შესაძლებელს ხდის ავღზარდოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და დაცული მოქალაქე.

 


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე