ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობა სამშენებლო პროფესიული განათლების განვითარებისთვის

საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების  და  მეცნიერების  სამინისტროს, კოლეჯების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, NCTD-ს, სამშენებლო ორგანიზაციების, კერძო კოლეჯების, დამსაქმებელთა და  ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე მეწარმეები და ექსპერტები.

განათლება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამუშაო ბაზრის რეფორმასთნ, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ასევე კერძო სექტორიც იღებს სარგებელს პროფესიული განათლებიდან: ადვილად პოულობს შესაფერის კადრს. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, კომპანიას კონკურენტუნარიანს სწორედ, კვლიფიცირებული კადრი ხდის. კერძო სექტორის  მოთხოვნილება,  ჰყავდეს  კვალიფიცირებული  და მოტივირებული კადრი, შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიულ სასწავლებლებთან მჭიდრო კავშირით.

შეხვედრაზე ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები განიხილეს კოლეჯ ”სპექტრის” მაგალითზე. კოლეჯის კერძო სექტორთან არსებული თანამშრომლობა იძლევა სტიმულს, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს სხვადასხვა კომპანიასთან, რაც აუცილებელია უკვე არსებული სექტორის განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე