ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ-ში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინიმ ჩინური ენისა და კულტურის კაბინეტი გახსნეს. კაბინეტი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით არის აღჭურვილი.

„საქართველო და ჩინეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო კუთხით. ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა განათლების ხარისხის ამაღლებას; მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში კერძო კომპანიაა ჩართული. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, მნიშვნელოვნად გააქტიურდება სტუდენტთა მობილობა. ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებით უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება ორ მოდულს -სინოლოგიას (ჩინური ენა, კულტურა, ჩინეთის ისტორია) და იაპონისტიკას მოიცავს. სინოლოგიის მიმართულებაზე ამჟამად ოცდაათამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაც ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩინელი სპეციალისტები ასწავლიან ჩინურ ენასა და კულტურას.

გასულ წელს, ჩინეთის ელჩის იუე ბინის ინიციატივით, თსუ-ს ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადმოეცა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე