ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაძლირებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხედრა გამართეს.

საკოორდინაციო შეხვედა სისტემურ ხასიათს ატარებს და რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, კოორდინირებასა და მიღწევების განხილვას.

ზემოაღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების ხელშეწყობასა და გაძლიერებას.  აღნიშული სახის შეხვედრები მნიშვენლოვნად ზრდის  დონორებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე