ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ლამაბალოში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა ხორციელდება. სკოლის მშენებლობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.

მერვე წელია სოფელ ლამბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, ტერიტორიის  მთლიანი ფართია 6438 კვ.მ. სკოლის შენობის ფართი 7113 კვ.მ. შეადგენს. სკოლის შენობა სამ სართულიანია და შედგება ოთხი ძირითადი ბლოკისაგან. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო  კლას-კაბინეტები, სასადილო, 300 კვ.მ-ის ღია სპორტული მოედანი. შენობა ასევე იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა. ახალ სასწავლო წელს ლამბალოელი მოსწავლეები უკვე ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას.

სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და აზერბაიჯანული. ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 მოსწავლეა, 935 მოსწავლე აზერბაიჯანულენოვანია, 70 პედაგოგიდან  25 მასწავლებელი ქართველია, დანარჩენები კი აზერბაიჯანელები არიან.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე