ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახლეები

ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და  მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახელეების დემონსტრირება.

ღონისძიების ფარგლებში, ინოვაციური მეთოდების, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებისა და მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა.

მოხდა იმის ჩვენება, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ და როგორ ნერგავს მას  პრაქტიკაში; როგორ ხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების გამოყენება კლასში და პროექტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების დახმარებით, როგორ მიმდინარეობს მშობელთა ჩართვა ბავშვის განათლების პროცესში.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაახლოებით 300 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.

დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, პროექტი ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას, რასაც დიდი წვლილი შეაქვს საჯარო სკოლებში მდიდარი სასწავლო გარემოს შექმნის პროცესში.

თითოეული წარმატებული მოდელი და მიღებული გამოცდილება განზოგადდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე