ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შრომის ბაზრის კვლევა

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანეგრვასა და განვითარებასთან დაკავშირებით დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს, პირველადი მონაცემები კი აპრილში იქნება ცნობილი.

უმუშევრობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან იარაღს შრომის ბაზრის შესახებ ინფორმციის სისტემატიზაცია და კვლევების ინსტიტუციონალიზმი წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას იძლევა ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით მივიღოთ ადექვატური გადაწყვეტილებები როგორც სამთავრობო პოლიტიკის, ასევე სამუშაოს მაძიებლის დონეზე. კერძოდ, შრომის ბაზრის ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს გამოვკვეთოთ მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები, ბაზრის დინამიკა და განვითარებადი პროფესიები, რაც დაეხმარება მთავრობას განათლების მიზანმიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ხოლო სამუშაოს მაძიებელს-კარიერული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანეგრვისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა  შესაბამისი დოკუმენტი „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნულის საჭიროება განაპირობა შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური არასრული ინფორმაციის არსებობამ, ასევე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციის ნაკლებლობამ.   

 ზემოხსენებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად, დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ბიზნეს კონსულტაციის ჯგუფი “BCG”.

აღსანიშნავია, რომ კვლევა უპრეცედენტოა როგორც მიზნობრიობის, ასევე მისი მასშტაბურობის გათვალისწინებით. დამსაქმებელთა შესწავლა განხორციელდება მათი ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით და კვლევის დასრულებისას შესაძლებლობა გვექნება მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით განვსაზღვროთ საქართველოს შრომის ბაზრის პოტენციალი პროფესიებისა და აუცილებელი კომპეტენციების კუთხით. ინფორმაცია საფუძველს ჩაუყრის საგანმანათლებლო პოლიტიკის სწორ დაგეგმვას, ვინაიდან განისაზღვრება მოთხოვნადი პროფესიების რაოდენობა. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 6220  დამსაქმებელი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე