ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა Elsevier BV-ის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში“ გაიხსნა.

ფორუმის მთავარი თემა იყო საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობის მაქსიმალური გაზრდა, სტრატეგიის შემუშავება, საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და კვლევის ხარისხის ამაღლება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა  კვლევის სტრატეგია და განვითარება როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, ინფორმაცია შესაბამისი კვლევების შესახებ და კვლევის მენეჯმენტში არსებული მსოფლიო ტენდენციები. ასევე ფორუმზე საუბარი შეეხო ქართველი მეცნიერების ჩართულობას საერთაშორისო კვლევებში, მათ მხარდაჭერას და წახალისებას.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიმართა ხოლო, ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და STM ჟურნალების დირექტორი მარტინ ომალი.

მარტინ ომალის განცხადებით - ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ქართველი მეცნიერების მხარდაჭერას. ელსევიარი არის მაშტაბური სამეცნიერო ჟურნალთა ბაზა. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსთან გასულ წელს, ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართველი მეცნიერების კვლევების განვითარებას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კვლევები არის გლობალური აქტვივობები და ამით ჩვენ ვეხმარებით ქართველ მეცნიერებს გამოიყენონ საერთაშორისო გამოცდილება, რათა უფრო უკეთ აწარმოონ კვლევები.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები და პრორექტორები სამეცნიერო დარგში, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.

ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა Elsevier BV შორის წარმატებულ პარტნიორობას. საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით - მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურით. ამასთან, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს წვდომა აქვს (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროქტების დაფინანსების საძიებო ბაზასა და რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე