ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვალიდაციის პროცესი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი ჩატარდება. ნორმატივები დაინტერესებული მხარეებთან: შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან, დამსაქმებელთა ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დარგის სპეციალისტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონსულტაციების გზით შეიქმნა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ უზრუნველყოფილი იქნება ვალიდაცია ანუ, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, ასოციაციების, საერთაშორისო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შექმნილი დოკუმენტის საბოლოო შეთანხმება. პროცესში გერმანელი ექსპერტებიც არიან ჩაერთულნი, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.

პროცესის მიზანია შეიქმნას პროფესიული განათლების მიღებისათვის უსაფრთხო და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფილი სასწავლო გარემო. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ახალი პროფესიული სტანდარტების და მოდულური პროგრამების შექმნაზე. თუმცა, იმისათვის, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტი მომზადდეს აუცილებელია შესაბამისი გარემო და აღჭურვილობა. ამ მიზნით, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად,  შემუშავდა ტექნიკური აღჭურვილობის და სასწავლო გარემოს მინიმალური  ნორმატივები. ამ დროისთვის 36 პროფესიული პროგრამის თითოეული მოდულისათვის საჭირო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივები შემუშავებულია და გერმანელ ექპერტებთან ერთად მიმდინარეობს შემუშავებული პროდუქტების ვალიდაცია.

ვალიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მენეჯმენტმა და გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა პრესკონფერენცია გამართეს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე