ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

­ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურული პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორებთან ერთად, ის შენობა დაათვალიერა, რომლის  რეაბილიტაციაც იწყება და სადაც რამდენიმე თვეში ინსტიტუტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

2010 წელს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სტრუქ­ტურულად  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლო­ბა­ში გაერთიანდა. ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით, ტექნიკურ უნივერსიტეტს სამომავლოდ სერიოზული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი გეგმები ჰქონ­და თუმცა, მაშიდელმა ხე­ლი­სუფლებამ შენობა გაასხვისა და გა­მოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი შენობის გარეშე დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახორციელებდნენ კვლევებს და პარალელურად, აგრძელებდნენ ბრძოლას შენობის დასაბრუნებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ძალისხმევით, ინსტიტუტს ახალი ტერიტორია და შენობა გადაეცა, ასევე გამოიყო სოლიდური დაფინანსება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში რამდენიმე თვეში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც  ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასევე მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. Grid და Cloud-ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გამოყენებით შესრულებულ მაღალი დონის სამუ­შა­ო­ებ­­ს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენი ქვეყ­ნის შემდგომი ეკო­­ნო­მი­კუ­რი და სოციალური გან­ვი­თა­რებისათვის.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში,  კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად  ინტეგრაციას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე