ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამედროვე სტანდარტების პროეფესიული კოლეჯი ქალაქ ჯვარში

წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში აქტიურ ფაზაშია შესული პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაციის პროცესი. მორიგი თანამედროვე სტანდარტების  პროფესიული სასწავლო დაწესებულება სექტემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციასთან ერთად, კოლეჯში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას ექნება ლიფტი.

პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით; ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის  შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  

სასწავლებელში ხორციელდება  შემდეგი სასწავლო პროგრამები: კალატოზი; მეფილე–მომპირკეთებელი; ძრავის შემკეთებელი; ელექტრიკოსი; ღონისძიებათა მომწყობი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; კონდიტერი; თექის ხელოსანი; მებათქაშე; კოპიუტერის მომხმარებელი; მღებავი; შემდუღებელი. კოლეჯს გააჩნია სასწავლო ლაბორატორიები შემდეგი სპეციალობებისთვის: —ავტომობილის ძრავის შემკეთებელი, კონდიტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სახელოსნო და სხვ.

ქალაქი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად,  კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.  

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე