ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამი სამინისტროს მემორანდუმი ქართული ჯარის პოპულარიზაციისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებენ შემდეგი პროექტების განხორციელებისთვის:

  • კონკურსი - „თანამედროვე გმირები“;
  • „საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები ქართულ საჯარისო დანაყოფებში სკოლის მოსწავლეებისთვის“;
  • საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე განსაზღვრული არჩევითი საგნის - „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა”-სთვის საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივად მომზადება;
  • უახლოესი ისტორიის სტანდარტების და პროგრამის გადამუშავებაში მონაწილეობის მიღება.

კონკურსის „თანამედროვე გმირები“ ფარგლებში, გამოცხადდება ვიდეორგოლების კონკურსი სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები მოამზადებენ ვიდეორეპორტაჟებს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების შესახებ, სადაც მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მიმართ. წარმატებული ვიდეორეპორტაჟები აიტვირთება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. კონკურსში გამარჯვებულებს ორივე სამინისტროს მიერ ერთობლივად დაწესებული პრიზები გადაეცემათ.

 

პროექტის - „საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები ქართულ საჯარისო დანაყოფებში სკოლის მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ ქართულ საჯარისო დანაყოფებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიების განხორციელებას სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ახლოს გაიცნობენ ჯარისკაცის ყოველდღიურ ცხოვრებას, ადგილზე დაათვალიერებენ სამხედრო ბაზებს, ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ აქტივობებში, ისადილებენ ბაზაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტები და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, შეჯერდება მოსაზრებები და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო ითანამშრომლებენ პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სკოლის IV-V კლასის მოსწავლეების მიერ წერილების დაწერას და ამ წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან გაგზავნას. აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისგან საპასუხოდ მიღებული წერილების მოსწავლეებისთვის გადაცემას. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე