ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სმენის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი იწყება

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან  საკითხს, შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2015 წლის 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან დელეგაცია სტუმრობს, დელეგაციის წევრები  სამუშაო შეხვედრებს მართავენ სმენის დარღვევის მქონე პირთა მშობლებთან, რათა მოხდეს მათი მეტად ინფორმირება სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შესახებ.

პროცესში 60-ზე მეტი მშობელია ჩართული. შეხვედრები იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სპეციალიზებული პროფილის და საჯარო სკოლების  (სადაც  ფუნქციონირებს სმენის დარღვევის მქონე პირთა ინტეგრირებული კლასი) ადმინისტრაციასთან.

შეხვედრების შედეგად ამაღლდება მშობელთა ცნობიერება სმენის დარღვევის მქონე  პირთა განათლების საკითხებზე და სისტემურ დონეზე საფუძველი ჩაეყრება მშობელთა გაძლიერების პროგრამას, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და უახლესი კვლევების შედეგებს. 

მშობელთა გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია მშობლებისათვის ჟესტური ენის სწავლება და  თანმიმდევრული მეთოდოლოგია, რომელიც აცნობს მათ ბავშვის განვითარების თავისებურებებს,  სმენის დარღვევასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ბარიერებს,  შესაძლებლობებს, რომელიც აქვთ მათ შვილებს სწორი განათლებისა და რეაბილიტაციის პირობებში. განსაკუთრებული ყურაღება მახვილდება თითოეული ინდივიდის საჭიროებით გამოწვეული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული პროგრამის პილოტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით  2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე