ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონური კომპანიის Plagiat.pl წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანია არის ანტი-პლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი პოლონეთისა და რუმინეთის ბაზარზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სებასტიან კავჩინსკი და დელეგაციის სხვა წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

პოლონური კომპანიის მომსახურებით 230-ზე მეტი უნივერსიტეტი სარგებლობს მსოფლიოში.  პლაგიატი წარმოადგენს გლობალურ პრობლემას და საფრთხეს უქმნის განათლების ხარისხს, შესაბამისად, კომპანიის მისიაა დაიცვას განათლების უმაღლესი სტანდარტები და ხელი შეუშალოს პლაგიატს სტუდენტებსა და დოქტორანტებს შორის. Plagiat.pl წარმომადგენლები არიან სწორედ იმ საკონსულტაციო ორგანოს წევრები, რომელმაც შექმნა კანონი ყველა სამაგისტრო და საბაკალავრო  ნაშრომების სავალდებულო ვერიფიკაციაზე.

ქართული აკადემიური სივრციდან პლაგიატის აღმოსაფხვრელად და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა გაეცნოს და გაიზიაროს სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე