ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე განათლების მსოფლიო ფორუმზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის პირველმა  მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში 70 ქვეყნის განათლების მინისტრი და 300-მდე განათლების სფეროს წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.

ფორუმის დამაარსებლის, ყოფილი განათლების მინისტრის ჩარლზ კლარკის განცხადებით, ფორუმის ძირითადი მიზანია შეკრიბოს მინისტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა  განიხილონ ის საერთო პრობლემები, რაც მათ აწუხებთ და ერთმანეთს ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარონ. 2016 წლის ლონდონის ფორუმზეც განხილული იქნა განათლების სფეროს ის პრობლები, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაშია და რომელთა გადაჭრის  გზების ძიებაც, მოითხოვს საერთო ძალისხმევას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას.

ფორუმზე განხილვის მთავარი თემები იყო - ხარისხიანი განათლება, მოსწავლეებში აუცილებელი უნარების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დახვეწა და სხვ.

“ის პროგრამები, რომელიც ჩვენ საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დავიწყეთ სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად მიმართულებებთან, რომელზედაც ასე აქტიურად საუბრობენ” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე