ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიო ფორუმზე პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნიკური და პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. 

მინისტრებისა და ექსპერტების შეხვედრაზე, ახალგაზრდების უმუშევრობა განხილული იყო როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, შრომის ბაზარზე ორიენტირებითა  და დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობით უნდა გადაიჭრას.   ამ უნარების განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში კი, ახალგაზრდებს სწორედ ხარისხიანი პროფესიული განათლება ეხმარება.

შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის  საქართველოს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელბული პროექტები. საუბარი იყო ასევე ახალ პროფესიებსა და სტანდარტებზე, რომელთა შემუშავებაშიც აუცილებელია დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობა.

„ჩვენთვის ნათელია თქვენი გამოცდილება და ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც საქართველო ავითარებს პროფესიული განათლების სექტორს, ეს გზები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვისაც” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალბანეთის სოციალური უზრუნველყოფის და ახალგაზრდობის მინისტრმა ბლენდი კლოსმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე