ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის სკოლებისთვის

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და ამ სეგმენტის ინფრასტრუქტურაში ენერგო ეფექტურობის გაზრდა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ დღეს, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მრჩეველებთან ერთად განიხილეს.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა, მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სასწავლო გარემო და  სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, ასევე, მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირების მიზნით.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 22 მილიონ ევროს შეადგენს. საიდანაც: 14 მილიონ ევროს შეღავათიანი სესხის სახით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფს, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გრანტის სახით გამოიყო 6 მილიონი ევრო. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ქართული მხარის თანამონაწილეობა არაფულადი ფორმით (2 მილიონი ევრო). მალე საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოახდენს პროექტის საბოლოო შეფასებას, რის შემდეგაც დაიწყება სკოლების რეაბილიტაციის პროცესი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე